საფრანგეთის პრემიერმინისტრი ელიზაბეთ ბორნი თანამდებობიდან გადადგა

საფრანგეთის პრემიერმინისტრი ელიზაბეთ ბორნი თანამდებობიდან გადადგა.
4 იანვარს ფრანგულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არსებული მინისტრთა კაბინეტის, მათ შორის პრემიერმინისტრის გათავისუფლებას აპირებს.
ბორნეს გათავისუფლების შესახებ საუბარი 2023 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც პრემიერმინისტრმა პარლამენტის გვერდის ავლით საპენსიო რეფორმა ჩაატარა. გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოყვა.
ელიზაბეტ ბორნე პრემიერმინისტრის თანამდებობას 2022 წლის 16 მაისიდან იკავებდა. 2020-2022 წლებში იყო შრომის მინისტრი, 2019-2020 წლებში იკავებდა ეკოლოგიის მინისტრის, ხოლო 2017-2019 წლებში ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობას.