საფრანგეთის პრემიერი – ურსულა ფონ დერ ლაიენისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება ევროკავშირისთვის შავი დღეა, როცა თავისუფალი ალიანსი აშშ-ს დაემორჩილა

საფრანგეთის პრემიერი – სა და ს შეთანხმება ევროკავშირისთვის შავი დღეა, როცა თავისუფალი ალიანსი -ს დაემორჩილა
ფრანსუა ბაირუს თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ევროკავშირისთვის „შავი დღეა“. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.
„შეთანხმება ურსულა ფონ დერ ლაინესა და დონალდ ტრამპს შორის ევროკავშირისთვის შავი დღეა, როდესაც თავისუფალი ალიანსი, რომელიც საკუთარი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, აშშ-ს დაემორჩილა“, – წერს ბაირუ.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმაც.
შეგახსენებთ, 27 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიხედვითაც, ევროპული პროდუქციის აშშ-ში შეტანა 15%-იანი ტარიფით დაიბეგრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი მოსალოდნელ პროვოკაციაზე – მაქსიმალურად ვეცდებით, ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობას არ დავაკლებთ, ძალიან რთულია ადამიანების მოთოკვა, როდესაც ასეთი მიზანმიმართული პროვოკაცია მიდის

ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება ფაშისტების და “ნაც-ტიტუშკების” მეშვეობით – მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღეს ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს