“საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს ს, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის“- რას ამბობს ირაკლი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ მაკრონმა მიხედოს ს.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს რეალური პრობლემა, რომელიც ყველას წინაშე დგას, განადგურებული უკრაინაა.

“საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა, ტყუილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე, ეს არის განადგურებული უკრაინა“, – თქვა მ.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა:

“ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით ს ქცევამ რადიკალური ცვლილება განიცადა, რომელიც უფრო მკაცრი გახდა, ასევე, ბევრად უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება. ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით“.

ასევე დაგაინტერესებთ

სანაქებოა ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველების შესანიშნავი მუშაობა, იქოლება “შავბნელი ხვრელები” – ხან “ჰექსოგენი” ტერორისტებიანად, ხან დიდძალი ნარკოტიკები, ახლა სუს-ის მიერ ურანის უკანონო შეძენა – გადაზიდვის აღკვეთა

ვერ “მოვინელეთ” ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ