საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ინდოეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.
AFP-ის ცნობით, ქალაქ ჯაიპურში ჩავიდა, სადაც მას წითელი ხალიჩა დახვდა. მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტის პატივსაცემად სამხედრო აღლუმი გაიმართება. საღამოს, ემანუელ მაკრონი სახელმწიფო ვახშამს დაესწრება, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის შეხვდება.
პარასკევს, ემანუელ მაკრონი ინდოეთის რესპუბლიკის დღის 75-ე წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებაზე საპატიო სტუმარი იქნება.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროებში რამდენიმე შეთანხმებას გააფორმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია