საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სამიტის წინ ვიქტორ ორბანს შეხვდნენ

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ევროკავშირის სამიტის წინ ვიქტორ ორბანს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ბერტალან ჰავასი ავრცელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ვიქტორ ორბანმაც დაადასტურა და „ფეისბუქზე“ ჯორჯია მელონთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის სპეციალური სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავენ.
ვიქტორ ორბანმა, გასულ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ბუდაპეშტმა ევროკავშირს კომპრომისული შეთანხმება გაუგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია