საფრანგეთის პარლამენტმა ვერ შეძლო უნდობლობის გამოცხადება ლეკორნუს მთავრობისთვის

საფრანგეთში სებასტიენ ლეკორნუს ახალმა მთავრობამ შეძლო თავიდან აერიდებინა პარლამენტის მხრიდან უნდობლობის გამოცხადება – მას მერე, რაც სოციალისტებმა უარი თქვეს უნდობლობის დეკლარირებაზე კაბინეტისთვის, რომელიც მანამდე დათმობაზე წავიდა და გადადო გეგმები საპენსიო რეფორმის შესახებ.
პრეზიდენტ ს მომხრეებისგან და პროფესიონალი ტექნოკრატებისგან შემდგარი კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების მოწოდებით გამოდიოდნენ “ეროვნული ერთობის” ულტრამემარჯვენეები და “დაუმორჩილებელი საფრანგეთის” ულტრამემარცხენეები.
კენჭისყრისთვის სოციალისტებს მხარი რომ დაეჭირათ, ლეკორნუს მთავრობა დაეცემოდა – მისი წინამორბედის, ფრანსუა ბაირუს მთავრობის მსგავსად.
იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ უნდობლობის გამოცხადება თავიდან აირიდა, მისი ბედი დამოკიდებულია ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებაზე. ბიუჯეტის დამტკიცება შეუძლებელი იქნება სოციალისტთა ხმების გარეშე – რომლებსაც სურთ გადასახადის დაწესება მილიარდერთათვის.
ფორუმი