საფრანგეთის პარლამენტმა ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის შესახებ შუამდგომლობა უარყო

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ბიურომ უარყო მემარცხენე პოლიტიკური ძალების ინიციატივა პრეზიდენტ ს იმპიჩმენტის შესახებ, – ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შუამდგომლობა საფრანგეთის მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ, „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“, წარადგინა 104 მემარცხენე დეპუტატის მხარდაჭერით.
უფრო ზომიერი მემარცხენე პარტიები მაკრონისგან პრემიერ-მინისტრის საკუთარი რიგებიდან დანიშვნას მოითხოვენ.
საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი 6 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ, დაიწყო მოწოდებები პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი ს დანიშვნის, ასევე მაკრონის გადადგომის შესახებ.