საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარედ მაკრონის პარტიის წევრი აირჩიეს

საფრანგეთის პარლამენტში ს პარტიამ შთანხმებას მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის წევრ დეპუტატებთან მიაღია და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარედ კანდიდატი მისი პარტიიდან აირჩიეს. შედეგად, როგორც Politico წერს, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის როლი ქვეყნის შემდგომი მთავრობის ფორმირებაშიც მნიშვნელოვანი იქნება.
როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ერთგვარი ტესტი იყო შეძლებდნენ თუ არა მომავალში პრემიერობის კანდიდატზე შეთანხმებას საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობის წევრები. გუშინ გამართულ კენჭისყრაზე კი ცნობილი გახდა, რომ ორი პოლიტიკური ჯგუფის ერთობლივი მხარდაჭერით, ამ თანამდებობას კვლავ იაელ ბრაუნ-პივე დაიკავებს, რომელიც ემანუელ მაკრონის პარტიის წევრია.
Politico-ს თან პოლიტიკური ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბრაუნ-პივეს კვლავ ამ თანამდებობაზე დანიშვნა ნიშნავს, რომ მაკრონს ექნება შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრიც მისი ბანაკიდან შეარჩიოს:
„თანამედროვე ისტორიას რომ გადავხედოთ, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ყოველთვის იმავე პარტიის წარმომადგენელი იყო, რომლისაც პრემიერ-მინისტრი. ისტორიული იქნება, თუ ამჯერად ასე არ მოხდება“ — აცხადებს გამოცემასთან ანალიტიკოსი მეთიუ ჰოკი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ევროკავშირში მეორე ყველაზე დიდ ეკონომიკას ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისით ემუქრებოდა, თუმცა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ვიწრო გზა ჩიხისთვის გვერდის ასავლელად მაინც არსებობს.
სამ ეტაპიანი კენჭისყრის პირველი რაუნდის შემდეგ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ბრაუნ პივემ კი მისი კონკურენტი 8 ხმით დაამარცხა რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატის მხარდაჭერის შედეგად.
თუმცა Plitico იმასაც აღნიშნავს, რომ არც ისაა გამორიცხული, მიუხედავად ერთობლივი წარმატებისა, მაკრონმა და კონსერვატორებმა საკუთარი თანამშრომლობა არ გააგრძელონ.
გამოცემასთან, კონსერვატორი დეპუტატი, რომელმაც ანონიმურად დარცენა ისურვა, აცხადებს, რომ ახლადჩამოყალიბებული მემარკვენე რესპუბლიკური პოლიტიკური ჯგუფი პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და მეტ აქცენტს გააკეთებს იმაზე, რომ საკვანძო თანამდებობები მათმა კანდიდატებმა ეროვნულ ასამბლეაშ დაიკაონ და ნაკლებ აქცენტს გააკეთებენ მთავორბის ერთობლივად ფორმირებაზე.
საფრანგეთის პარლამენტში მანდატები სამ დიდ ჯგუფს შორის ნაწილდება, რომელთაც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმა აქვთ და ერთობლივი მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ — უმრავლესობა კი არცერთს აქვს.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი პარტია 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა.
“ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა”, – განაცხადა მაკრონმა, როცა მისი კონკურენტის, მარინ ლე პენის პარტიამ მასზე 2-ჯერ მეტი ხმა მიიღო.რომ არა მაკრონის ეს გადაწყვეტილება, საფრანგეთის პარლამენტი ჯერ კიდევ მოქმედი შემადგენლობით 2027 წლამდე იმუშავებდა.
ჯამში, 577 მანდატია გასანაწილებელი. უმრავლესობის მოსაპოვებლად ნახევარი, 289 მანდატის მიღებაა საჭირო. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები, ის თანამდებობაზე თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დარჩება, რომელიც 2027 წელს იწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი