“საფრანგეთის ნაკრები გამორჩეული ამიტომაცაა” – სალიბა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში პორტუგალია დაამარცხა.
მატჩის შემდეგ “მამლების” ცენტრალურმა მცველმა ვილიამ სალიბამ ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა.
“ურთულესი მატჩი გამოვიდა, მეტოქე ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. კონცენტრაცია არ დავკარგეთ და დაცვაში კარგად ვმოქმედებდით. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა პენალტებში ჩვენ გავიმარჯვეთ.
არასოდეს ვნებდებით, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში. ყოველთვის ერთად ვართ და საფრანგეთის ნაკრები გამორჩეული სწორედ ამიტომაცაა, იმავე შემართებით გავაგრძელებთ, შემდეგი მატჩი მალე იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში გავიდეთ”, – განაცხადა სალიბამ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 9 ივლისს,
თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში