საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ზიდანი გახდება

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’equipe-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდეს.
“რეალის” ყოფილი დამრიგებელი ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. მისი სურვილია, რომ უვადო კონტრაქტი გააფორმოს, რადგან თანამდეობის დატოვება ნებისმიერ დროს შეეძლოს.
ზიდანს უნდა, რომ მადრიდში ცხოვრება განაგრძოს, სადაც თავისი საფეხბურთო აკადემია აქვს და ასევე საკუთარი ვაჟების კარიერულ წინსვლაშია ჩართული.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების მოქმედი მწვრთნელი დიდიე დეშამი პოსტს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში