საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ 19 ოქტომბერს პარიზის ლუვრში ქურდობის შესახებ განაცხადა.
მსოფლიოში ცნობილმა მუზეუმმა განაცხადა, რომ ის ერთი დღით დაიხურა.
„დღეს დილით ლუვრის მუზეუმის გახსნისას ძარცვა მოხდა“, – დაწერა მინისტრმა X-ზე. ლუვრმა განაცხადა, რომ ის ერთი დღით „განსაკუთრებული მიზეზების გამო“ იხურება, გატაცებული ნივთების
შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებიათ.
ფორუმი




