საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი – საფრანგეთი -სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობს

საფრანგეთი -სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობს, – ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, სოფი პრიმასმა განაცხადა.
„ჩვენ ზავი შევთავაზეთ. ეს არის ის, რაც აშშ-თან მოლაპარაკებებში განიხილება. საფრანგეთი და ევროპა აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობენ“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენა უკრაინაში „ხანგრძლივი და მყარი მშვიდობისთვის“ მნიშვნელოვანია.
ამასთან, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანგ ხალხს მიმართავს.
„ამ გაურკვევლობის მომენტში, როდესაც მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, დღეს საღამოს სიტყვით მოგმართავთ“, – წერს X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას