საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი – კირ სტარმერთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, შესაძლოა, დონალდ ტრამპს შეხვდეს

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, შესაძლოა, დონალდ ტრამპს შეხვდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, სოფი პრიმასმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„განიხილება შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტი მაკრონი ზელენსკისთან და ინგლისელ კოლეგასთან ერთად ვაშინგტონში დაბრუნდეს“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, შეხვედრა საფრანგეთის ინიციატივას წარმოადგენს და იგი შეიძლება „უახლოეს მომავალში“ შედგეს.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები 24 თებერვალს გამართა, ხოლო 27 თებერვალს დონალდ ტრამპს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება