„საქართველო ლიგა 1-ის ყველაზე შედეგიან ქვეყნებს შორისაა“, – ამ სათაურით საფრანგეთის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი საინტერესო სტატისტიკურ მაჩვენებლებს აქვეყნებს.
„საქართველო სამი წარმომადგენლით საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია. „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გარდა, ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“) და ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) გამოდიან. შეტევაში სამივე მაღალ დონეზე თამაშობს, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საქართველო ამ სეზონში ყველაზე შედეგიან ქვეყნებს შორის მოხვედრილიყო.
შედეგიანი ქართველები
„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა 18 გოლი და 15 საგოლე გადაცემა დააგროვეს, ისინი ლიგა 1-ის 67 მატჩში 33 გოლში მონაწილეობდნენ. შედეგიანობის მხრივ, 2024/25 წლების სეზონში საქართველოს მე-8 საუკეთესო შედეგი აქვს. მაგალითად, მათ წინაა ინგლისი, რომლსაც ლიგა 1-ში შვიდი წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ მხოლოდ 37 ქულა აქვს.
ლიგა 1-ში ექვსი წარმომადგენელი ჰყავს იაპონიას (მათ შორის ხუთი თავდამსხმელია), მაგრამ მათ თავიანთი კლუბების 31 გოლში შეიტანეს წვლილი. რვა მოთამაშეა ნიდერლანდებიდან, ხუთი კანადიდან, მაგრამ მათ ქართველებზე უკეთესი შედეგი არ აქვთ“, – წერს „ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი.
1tv.ge
