საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი – უკრაინა SCALP-ის და „მისტრალს“ რაკეტებს მიიღებს, უნდა შევინარჩუნოთ დახმარება გრძელვადიან საფუძველზე – საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ხელი მოაწერა უკრაინისთვის SCALP-ის ათამდე რაკეტის გადაცემას, რომელსაც ქვეყანას საფრანგეთის პრეზიდენტი, დაჰირდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„უნდა შევინარჩუნოთ დახმარება გრძელვადიან საფუძველზე, რადგან ეს ასევე საშუალებას მისცემს უკრაინის ხელისუფლებას, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როდესაც ისინი ამას გადაწყვეტენ. სამხედრო მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინაც კი, როცა ომი დამთავრდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის არმიის გაძლიერება. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ უპრეცედენტო საწვრთნელ პროგრამას აღმოსავლეთ საფრანგეთში, სადაც 2000 უკრაინელი ჯარისკაცი გადის წვრთნას ბრიგადაში, რომელსაც ფრანგი ჯარისკაცები ხელმძღვანელობენ და ფრანგულ აღჭურვილობას იყენებენ. მეორეც, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას. ზამთრის დადგომასთან ერთად, რუსეთის ღრმა შეტევები უკრაინის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გაძლიერდება. ჩვენ კვლავ მივაწოდებთ „მისტრალის“ რაკეტებს, კერძოდ, საბრძოლო ზონების დასაცავად“, – განაცხადა მინისტრმა ფრანგულ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ.
„მოდით, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და ჩვენი თავი ამერიკელების ადგილზე წარმოვიდგინოთ: არიზონას ან ნევადის გადამხდელებმა უნდა დააფინანსონ პოლონელების თუ გერმანელების უსაფრთხოება? ერთიანი გლობალური ორგანიზაციის ფარგლებში და ახალი საფრთხეების ფონზე, ბუნებრივია, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ“, – აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, საფრანგეთმა უნიკალური მოდელი შეიმუშავა და ამ მოდელმა ახლა სხვა ევროპული ქვეყნები უნდა შთააგონოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან