საფრანგეთის თავდაცვის კომპანიები უკრაინაში წარმოებას დაიწყებენ

საფრანგეთი თავდაცვის ზოგიერთი კომპანიის მიერ სამხედრო დანადგარების წარმოების უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებას გეგმავს, რათა ქვეყანას რუსული აგრესიის შეკავებაში დაეხმარონ. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ არხი BFMTV-ს ეთერში 8 მარტს ისაუბრა.
ლეკორნუს თქმით, საუბარია სამ ფრანგულ კომპანიაზე, რომლებმაც ხელშეკრულება დადეს უკრაინულ კომპანიასთან უპილოტო საფრენი აპარატებისა და სახმელეთო ტექნიკის წარმოების სფეროში. მისივე თქმით, თავდაპირველად იმუშავებენ სამხედრო ტექნიკის ნაწილებზე, შემდეგ კი, შესაძლოა, საბრძოლო მასალის წარმოებაც დაიწყონ.
პირველი პროდუქტის წარმოება უკვე 2024 წლის ზაფხულისთვის იგეგმება, როგორც ეს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა. ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებს ტანკების მწარმოებელი კომპანია KNDS-ი, რომელიც არის ფრანგული Nexter-ისა და გერმანული Krauss-Maffei-Wegmann-ის მიერ.
ამას გარდა, ლეკორნუმ ში სახმელეთო ძალების საბრძოლველად გაგზავნა გამორიცხა. მისი თქმით, “განიხილება სხვადასხვა ჰიპოთეზები, მაგრამ საუბარი არაა სამხედროებზე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში”. მისი თქმით, სამხედრო წარმომადგენლობის გაგზავნის სხვა მოდელებიც არსებობს, რისი გადახედვაც, ლეკორნუს აზრით, შესაძლებელია. მსგავსი ჩართულობის მაგალითად მან განაღმვაში მონაწილეობა და უკრაინელი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე გაწვრთნა დაასახელა.
ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად ს პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ” განიხილავენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.
კრემლში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ თუ ევროპული ქვეყნები უკრაინაში სამხედროებს განალაგებენ, მაშინ NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება. მაკრონის სიტყვებს თავად ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა და “პოტენციურ ინტერვენტებს” “ტრაგიკული” შედეგებით დაემუქრა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. ამავე შინაარსის კომენტარი გააკეთეს -ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.