საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საქმეთა კომისიამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს პირველივე მოსმენის დროს, ერთხმად დაუჭირეს მხარი.
დოკუმენტში საუბარია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებზე და მოწოდებაა ქართული ოცნების მთავრობის მიმართ, გადახედოს რეპრესიულ კანონმდებლობას.
ამასთან, სხვა რიგ პუნქტებთან ერთად, რეზოლუციაში თხოვნაა საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ, განიხილოს, თუ რა გარემოებებში მიენიჭა საფრანგეთის მოქალაქეს, ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და ასევე, თხოვნაა, შესაძლებლად მიიჩნიოს მისი ჩამორთმევა – “მისი [ს] ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის ღირებულებებს”.
რეზოლუციაში საუბარია სანქციების მნიშვნელობაზეც, კერძოდ, თხოვნაა საფრანგეთის ხელისუფლებისადმი, ევროკავშირის პარტნიორებთან შეთანხმებით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში მითითებული პირების მიმართ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციების დაწესებას – მათ შორის სა და მისი გარემოცვისთვის – “ევროპარლამენტის მოწოდების შესაბამისად და -ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების კვალდაკვალ”.
ამასთან, რეზოლუციაში მოწოდებაა საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ, მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება – “განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი ახალაზრდების, რომლებიც ისჯებიან დემოკრატიული ჩართულობისთვის”.