საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქში, მოხალისეებს სიგარეტის ნამწვების აკრეფის სანაცვლოდ თაფლი დაურიგეს

საფრანგეთის ქალაქ დარნეტალის მცხოვრებლებს თაფლი დაურიგეს ქუჩებში აკრეფილი სიგარეტის ნამწვების სანაცვლოდ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ნამწვებით სავსე ლიტრანახევრიანი ბოთლის სანაცვლოდ, მოხალისეებს ადგილობრივი მეფუტკრეებიგან თაფლი გადაეცათ.
ქალაქის მერიის შეფასებით, ყოველწლიურად 200 კილოგრამი ნამწვი იყრება დარნეტალის ტროტუარებზე, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მიწაზე დაყრილი სიგარეტის ნამწვი არანაკლებ 135 ევრო „ღირს“.