საფრანგეთის ელჩი: ერთადერთი საფრთხე რუსეთია და ეს ქართველებმა კარგად იციან

საფრანგეთის ელჩი, ოლივიე კურტო, სოციალურ ქსელში „რუსთავი 2-ს“ ქარდს აზიარებს, სადაც დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ „ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ“.
🟥საფრანგეთის ელჩის განცხადებით, ერთადერთი საფრთხე რუსეთია და ეს ქართველებმა კარგად იციან.
💬„ბოლო ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბით განზრახ ავრცელებს სრულიად ცრუ ინფორმაციას უკრაინისთვის ბირთვული იარაღის ვითომდა გადაცემის შესახებ. ომის მეხუთე წლით დასუსტებულმა, რომელიც მხოლოდ „სამ დღეს“ უნდა გაგრძელებულიყო, რუსეთმა გადაწყვიტა ტყუილის გავრცელება ქაოსის დასათესად, მისი დიდი ხნის ტრადიციის შესაბამისად.
ერთადერთი საფრთხე რუსეთია და ეს ქართველებმა კარგად იციან“, – წერს ოლივიე კურტო.