საფრანგეთის არმია “სამი-ოთხი წლის შემდეგ” რუსეთთან შეჯახებისთვის უნდა იყოს მზად. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, ფაბიენ მანდონმა განაცხადა. მისი სიტყვები ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ს მოჰყავს.
მისი თქმით, არმიის მზაობა არის შემაკავებელი ელემენტი.
“შეიარაღებულ ძალებს პირველი დავალება მივეცი, რომ სამ ან ოთხ წელიწადში შეჯახებისთვის იყვნენ მზად, რაც გარკვეული ტესტი იქნება – შესაძლოა ტესტი უკვე არსებობს ჰიბრიდული ფორმებით – მაგრამ შესაძლოა [რამე] უფრო ძალადობრივი. რუსეთი ქვეყანაა, რომელსაც შესაძლოა ჩვენს კონტინენტზე ომის გაგრძელების ცდუნება ჰქონდეს და იმაში, რასაც მე ვამზადებ, ეს შემაკავებელი ელემენტია,” – განაცხად მანდონმა, რომელმაც თანამდებობა 1-ელ სექტემბერს დაიკავა.
მისი თქმით, მოსკოვს “კოლექტიურად სუსტი ევროპის აღქმა” აქვს, მაგრამ “ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რათა დარწმუნებულები ვიყოთ საკუთარ თავში.”
მანდონმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური, დემოგრაფიული და მრეწველობის მხრივ ევროპა რუსეთს უგებს.
“თუ ჩვენი პოტენციალური მოწინააღმდეგეები, ჩვენი მტრები დაინახავენ, რომ ძალისხმევას ვდებთ საკუთარი თავის დაცვაში და ეს გვაქვს განსაზღვრული, მაშინ ის დანებდება. თუ მას გრძნობა აქვს, რომ საკუთარი თავის დაცვისთვის არ ვართ მზად, მაშინ ვერ ვხედავ, რას შეუძლია მისი გაჩერება,” – განაცხადა მანდონმა.
