საფრანგეთის ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. ფრანგული მედიის ცნობით, ცვლილებები მხოლოდ რამდენიმე მინისტრს შეეხო:
ცნობილი ხდება, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში აღარ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა – მის ადგილს ყოფილი ევროპარლამენტარი, პრეზიდენტ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელი, სტეფან სეჟორნე დაიკავებს.
საფრანტეთის ახალ მინისტრთა კაბინეტში კულტურის მინისტრი რაშიდა დათია, რომელიც ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს, ქვეყნის იუსტიციის მინისტრი იყო. საფრანგეთის ჯანდაცვისა და შრომის მინისტრად კეტრინ ვოტრინი, განათლებისად კი ამელი ოუდეა-კასტერა დაინიშნა.
იხილეთ ასევე:
· გაბრიელ ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდა
· საფრანგეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა
