საფრანგეთის ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრი ლე მერი გახდა

საფრანგეთში გამოცხადდა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობს სებასტიან ლეკორნუ – ამ ცნობას 5 ოქტომბრის საღამოს ელისეს სასახლე ავრცელებს. ახალი მთავრობის პირველი სხდომა, სავარაუდოდ, 6 ოქტომბერს გაიმართება. ამ მთავრობის პერსპექტივები ბუნდოვანი რჩება, რადგან მოცემულ მომენტში მთავრობას ეროვნულ ასამბლეაში არ აქვს ბიუჯეტის მისაღებისთვის აუცილებელი უმრავლესობა.
თავდაცვის მინისტრად დაინიშნა გამოცდილი პოლიტიკოსი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი. ფინანსთა მინისტრი გახდა როლან ლესკური, რომელსაც მედია პრეზიდენტ ს ახლო მოკავშირედ მოიხსენიებს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შეინარჩუნა ჟან-ნოელ ბარომ, თანამდებობაზე დარჩა კიდევ რამდენიმე მინისტრი. საერთო ჯამში, კაბინეტი შედგება მაკრონის მომხრეებისგან და ცენტრისტული ძალების წარმომადგენლებისგან.
ლეკორნუ პრემიერად აირჩიეს უნდობლობის კენჭისყრის შემდეგ. პარლამენტმა კენჭისყრა გაუმართა მის წინამორბედს, ფრანსუა ბაირუს. მის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა სოციალური ხარჯების შეკვეცას, მხარი არც მემარჯვენე და არც მემარცხენე ოპოზიციამ არ დაუჭირა. ლეკორნუ გამოვიდა ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტით, რომელიც აკმაყოფილებს სოციალისტების რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის, სიმდიდრის გადასახადის გაზრდას. თუმცა ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია მხარს თუ დაუჭერენ მემარცხენეები ბიუჯეტს.