საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ და მისი მთავრობა გადადგნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ლეკორნუმ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მიიღო.
Reuters-ი წერს, რომ საფრანგეთის მთავრობის გადადგომა მოულოდნელი იყო და საფრანგეთის პოლიტიკური კრიზისის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გაღრმავებას აღნიშნავს.
შეგახსენებთ, სებასტიან ლეკორნუ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 9 სექტემბერს დაინიშნა.
