საფრანგეთის არჩევნებში ლე პენის პარტია მესამე ადგილზე გავიდა – IPSOS-ის ეგზიტპოლი

IPSOS-ის ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის ს მეორე ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ეროვნული ერთობა მოულოდნელი მარცხი განიცადა და მესამე ადგილზე გავიდა.
ამავე მონაცემებით, პირველ ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი გავიდა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ცენტრისტულმა გაერთიანებამ მეორე ადგილი დაიკავა.
წინასწარი შედეგებით, ახალი სახალხო ფრონტი, რომელიც ხუთი პარტიისგან შედგება, პარლამენტში 172-192 ადგილს მოიპოვებს. ამავე მონაცემებით, მაკრონის კოალიცია სავარაუდოდ 150-170 ადგილს აიღებს, ხოლო ლე პენის ეროვნული ერთობა ახალ პარლამენტში 132-152 ადგილით იქნება წარმოდგენილი. საფრანგეთის პარლამენტში სრული უმრავლესობისთვის 289 ადგილია საჭირო.
ადგილობრივი დროით 17:00 საათის მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 59.71% გამოვიდა, რაც 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთანავე, ეს რიცხვი მცირედით აღემატება პირველი ტურის მაჩვენებელს, როდესაც არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 59.39% იყო.
საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა 33,2%-ით ლიდერობდა, ხოლო მეორე ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი ხმების 28,0%-ით გავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება მესამე ადგილზე გავიდა, რომელმაც ხმების მხოლოდ 20.0% მოიპოვა. მეოთხე ადგილზე კი მემარჯვენე რესპუბლიკელები გავიდნენ, ხმების 6.6%-ით.
6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია Besoin d’Europe-ის დამარცხებისა და მარინ ლე პენის ეროვნული ერთობის გამარჯვების შემდეგ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.