საფრანგეთის არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს

საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34%-ით ლიდერობს. 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ს ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს.
ფრანგული მედიის ცნობით, ს პირველ ტურში ამომრჩეველთა 65,5%-ანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც მკვეთრად აღემატება 2022 წლის მონაცემს, რომელიც 47,5%-ს შეადგენდა.
საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. საფრანგეთის მოქალაქეები ახლა პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს აირჩევენ. არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტიამ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) ხმების 30%-ზე მეტი მიიღო, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსმა“ – 14.6%.
წყარო: პირველი არხი