დღეს, 7 ივლისს, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 59.71% გამოვიდა, რაც 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთანავე, ეს რიცხვი მცირედით აღემატება პირველი ტურის მაჩვენებელს, როდესაც არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 59.39% იყო.
საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა 33,2%-ით ლიდერობდა, ხოლო მეორე ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი ხმების 28,0%-ით გავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება მესამე ადგილზე გავიდა, რომელმაც ხმების მხოლოდ 20.0% მოიპოვა. მეოთხე ადგილზე კი მემარჯვენე რესპუბლიკელები გავიდნენ, ხმების 6.6%-ით.
6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია Besoin d’Europe-ის დამარცხებისა და მარინ ლე პენის ეროვნული ერთობის გამარჯვების შემდეგ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.