საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია – ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო

საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია – ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო
საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს დუშეთში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო.
„ეს არის საინტერესო განცხადება, ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ელჩები, მათ შორის, ევროპელი ელჩები სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში და ეს ჩარევები ყველასათვის იყო ცხადი. ამ ფონზე, როდესაც ჩვენ თავის დროზე ვაკეთებდით განცხადებებს ამ თემაზე, იყო ნულოვანი რეაგირება. ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო, მათ შორის, გავიხსენებ, რომ საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია. იმედი მაქვს, რომ ეს სტანდარტები შეიცვლება და ორმაგი სტანდარტებიდან ჩვენ დავუბრუნდებით ჯანსაღ სტანდარტებს. თუ ასეთი ტენდენციები გაჩნდებოდა, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის, ევროპელი ელჩები ძალიან ხშირად უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას და ეს უნდა დასრულდეს. ეს არის პირველ რიგში, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ევროკავშირის და ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ არამხოლოდ წარსულ შესაძლო დანაშაულებს ჩავეძიოთ, არამედ პირველ რიგში სამომავლოდ აღმოვფხვრათ ნებისმიერი კორუფციული ქმედება

ასევე დაგაინტერესებთ

ხალხს ეუბნებიან ამირჩიე, რომ მერე ყველა გავიდეთ გარეთ ქუჩაში, გავაჩერო მეტრო, ავტობუსები, ნაგვით გაივსოს ქალაქები და ა.შ ეს არის იმ ადამიანების დაპირება, რომლებიც ამბობენ, რომ მოქმედ ხელისუფლებაზე უკეთ მოუვლიან თვითმმართველობებს

ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცადებაზე: წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში