საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს

საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს.
„ჩემს კოლეგასთან რუსტემ უმეროვთან ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები და საფრანგეთის მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერი შემდგომი ქმედებები განვიხილეთ“, – წერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მაისში, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი ს Aster-ის საზენიტო რაკეტების ახალ პარტიას გადასცემდა.