პსჟ-ს მეკარემ მატვეი საფონოვმა „ფლამენგოსთან“ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში მარცხენა ხელი მოიტეხა და დაახლოებით 3-4 კვირა გაუცდება, – იტყობინება პარიზული კლუბის საიტი.
პსჟ 21 დეკემბერს თასის 1/32-ფინალში გასვლაზე სამოყვარულო „ფონტენეს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საფონოვის შესახებ კომენტარი „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა: „ამას ვერ აგიხსნით. წარმოუდგენელია, მაგრამ თავად მატვეიმაც არ იცის, ეს როგორ მოხდა. ვფიქრობთ, რომ მესამე პენალტისას დაშავდა, როდესაც უხერხული მოძრაობა გააკეთა. იმდენად იყო საქმეში ჩართული, ტკივილი ვერ იგრძნო. მან დაამტკიცა, რომ გუნდისათვის ყველაფერი შეიძლება გააკეთო. სწორედ ასეთ მენტალიტეტს ვითხოვთ იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც გვყავს და რომლებსაც დავიმატებთ”.
მარცხენა ბარძაყის ტრავმის გამო რამდენიმე თვე მოუწევს უქმობა ინ-კანგ ლის, ბრედლი ბარკოლას კუნთი აქვს გადაღლილი და „ფონტენესთან“ ვილიან პაჩოც ვერ ითამაშებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელთა რიგებში პირველ შეხვედრას ჩაატარებს მეკარე რენატო მარინი.
[VIDEO] რას აკეთებდნენ ზაბარნი და შევალიე, როდესაც პენალტების სერიის შემდეგ პსჟ-ის ფეხბურთელებმა საფონოვი ხელში აიტაცეს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
[PHOTO] სამართლიანია საფონოვის გმირობა? – უკრაინელების რეაქცია რუსი მეკარის მოგერიებაზე
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები “ბარსასა” და “ბაიერნის” წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
“კვარა”? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ” – რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
[VIDEO] რას აკეთებდნენ ზაბარნი და შევალიე, როდესაც პენალტების სერიის შემდეგ პსჟ-ის ფეხბურთელებმა საფონოვი ხელში აიტაცეს
გაბრაზებული “კვარავაჯოს” დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
“ეს წარმოუდგენელია!” – “ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?” – ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
ლუის ენრიკე: საფონოვზე დაქორწინებული არ ვარ
უსაზღვრო “კვარათამასა” – ის, რაც ხვიჩას უკავშირდება




