le10sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მა გუნდის 26 წლის რუს მეკარეს მატვეი საფონოვს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ მას პარიზში ცხოვრება ძალიან მოსწონს და გუნდის დატოვება არ ისურვა.
“პარკ დე ფრანსზე” კი მეკარეთა რიგებში კვლავ არეულობაა. კლუბმა ლუკა შევალიეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმასთან შეთანხმებას კვლავ ვერ აღწევს.
ბოლო ცნობებით, ფრანგული გრანდი მზადაა, იტალიელ კიპერს 26 მილიონად შეელიოს და ასეთ შემთხვევაში საფონოვი მეორე მეკარე გახდება, თუმცა სიტუაცია აქაც რთულდება.
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ პსჟ-ში უკრაინელი ილია ზაბარნი გადავიდა, რომელმაც რუს თანაგუნდელთან ერთად ასპარეზობა არ უნდა. ESPN კი იმ მიზებზე წერს, რის გამოც ჯანლუიჯი დონარუმა და პსჟ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.
ის კვირაში 213,292 ფუნტს გამოიმუშავებს და კლუბმა მას ახალი შრომითი ხელშეკრულება, თუმცა შემცირებული ხელფასი შესთავაზა, რაც იტალიელმა იუარა. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ლუკა შევალიე უფრო ესიმპატიურება, რადგან მას ბურთთან ერთად მოქმედება უფრო კარგად შეუძლია და ხელმძღვანელობას დონარუმას გაშვების უფლებაც მისცა.
პსჟ-ის ხელმძღვანელობას ჰაკიმის განცხადება არ მოეწონა – პარიზულ გუნდში მცირე დაძაბულობაა?
როცა ყველა წასვლისკენ მოგიწოდებს – საფონოვისა და პსჟ-ის თანამშრომლობა შეუძლებელი ხდება
ოფიციალურად – შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია
“გალათასარაიმ” მატვეი საფონოვის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში – დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
პსჟ-ის ხელმძღვანელობას ჰაკიმის განცხადება არ მოეწონა – პარიზულ გუნდში მცირე დაძაბულობაა?
ზაბარნისთან ერთად გუნდში ვერ იქნება – პსჟ-მა საფონოვის გაყიდვაზე მუშაობა დაიწყო
შევალიე უკვე პარიზშია – სად მიდის დონარუმა?
“თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა” – პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
რა რეაქცია ჰქონდა “გალათასარაის” პრეზიდენტს, როცა საფონოვის დამატება შესთავაზეს?
დონარუმამ კარიერის პრემიერლიგის გუნდში გაგრძელება გადაწყვიტა
