საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ-მ„ფლამენგოს“ სძლია, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, მატვეი საფონოვმა კი რეკორდი დაამყარა.
საფონოვი პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ფიფას ტურნირებზე ზედიზედ ოთხი პენალტი მოიგერია.
ნამატჩევს პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ საჭიროა გამარჯვებები გააგრძელონ და საუკეთესოდ ითამაშონ. მას კითხვა დაუსვეს: „საფონოვის დიდებული ასპარეზობა კონკურენციას გაზრდის და მოსალოდნელია პირველი ნომრის პოზიციაზე ცვლილება?“
„თქვენ მართლა თვლით, რომ ახლა ამაზე საუბრის შესაფერისი დროა? უნდა ვიზეიმოთ, გულშმატკივრებთან ერთად მომენტით დავტკბეთ. პირველად ვნახე, რომ მეკარემ ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ტიტულების მოგებას ვაგრძელებთ, ეს დავიმსახურეთ“, – ციტირებს ლუის ენრიკეს „ეკიპი“.
RMC Sport-ი წერს, რომ მარტვეიმ მოლოდინს გადააჭარბა და ლუკა შევალიესთვის კოშმარად იქცა.
საფონოვის ყოფილმა კლუბმა „კრასნოდარმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „როდესაც ბოლოს და ბოლოს საერთო სურათზე მოხვდა“, რითაც მიანიშნა, რომ დოჰას აეროპორტში გადაღებული გუნდის ფოტოდან ის ამოშალეს.
“კვარა”? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ” – რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა – რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს “მონაკოსთან” მარცხის შემდეგ
გაბრაზებული “კვარავაჯოს” დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე




