,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კობახიძის წერილს ეხმაურება:
,,ინგლისური ვერსიაც დადონ მაგ წერილის, გრამატიკული შეცდომებიც ჩავუსწოროთ ბარემ…
საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს..”
ხევსურების წერილი ამერიკის მთავრობას.
”ამერიკის დიდ მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლების თხოვნა.
– ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებული არის. ბოლშევიკები გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრი ნალოგების გამორთმევა. მოდიან ხშირად, გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ, მანამ სულ არ დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმა არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვს, მაგრამ ხმლითა და ხანჯლით უნდა ვიომოთ მაგრად. ამერიკას გთხოვთ დიდი თხოვნით ძლიერი სახელმწიფო ხართ მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწიეთ თორემ ცოდვა ვართ. იმედი გვაქვს, რომ მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მშველელი აღარ არი. აბა ძმებო უკანასკნელ დღეში ვართ ჩვენ. მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები 1. გიგუა ლიქოკელი 2. ღერენა ლიქოკელი
3. გიორგი ლიქოკელი. 24/VI 1936 წ. ”
(წყარო: ხელოვნების სახლი ა რ ა ბ უ ლ ი)

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები