საქართველოს საფინანსო სექტორში მდგომარეობა სტაბილურია და არჩევნების მოახლოების პარალელურად მდგომარეობის გაუარესება არ იგრძნობა. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოვლენების შემდგომი განვითარება 26 ოქტომბერზეა დამოკიდებული, თუმცა რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არავინ ელოდება. პოლიტიკური დაძაბულობას სექტორზე გავლენა ჯერ არ მოუხდენია.
წინასაარჩევნო პერიოდში რაიმე მკვეთრი პოლარიზება არ იკვეთება. მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკური ვითარება სტაბილურია და არჩევნებამდე არსებული სიტუაციაც მშვიდია. ამიტომ საფინანსო სექტორი განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს.
არჩევნებამდე ზუსტად 7 დღე რჩება. პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობის მიუხედავად, საფინანსო სფეროში არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება. ამიტომ სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მთავარია, კენჭისყრის პროცესმა და შემდგომ უკვე შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამ გართულების გარეშე ჩაიაროს.
სწორედ საფინანსო სექტორის სტაბილურობის მნშვნელობაზე გაამახვილად ყურადღება საბანკო სფეროს ექსპერტმა, პროფესორმა ლია ელიავამ და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრამდე და სავარაუდოდ, არც შემდეგ საფინანსო სექტორს არანაირი პრობლემა არ ელის.
“ამ დღეებში საფინანსო სექტორში არსებითი არაფერი მოხდება. ერთადერთი, შესაძლოა, სავალუტო კურსმა ოდნავ ცვლილება განიცადოს, თუმცა ამასაც საქართველოს ერონული ბანკი ადვილად მოაგვარებს. ასე რომ, ჩვენი ვარაუდით, დიდი ალბათობით, 26 ოქტომბრამდე საფინანსო სექტორს არანაირი პრობლემა არ ელის. დღევანდელი გადმოსახედიდან, წესით, არანაირი ცვლილებები არ უნდა იყოს შემდგომ პერიოდშიც, თუმცა ყველაფერს მაინც არჩევნები და მისი შედეგი განსაზღვრავს. წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ თუ რა მოხდება”, – ამბობს ლია ელიავა.
ფიანასისტები და ანალიტიკოსები ერთხმად ამბობენ, რომ დარჩენილი 10 დღე საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებს არანაირი პრობლემა არ ელის, ხოლო 26 ოქტომრბის შემდეგ არსებული ვითარება, სწორედ არჩევნებზეა დამოკიდებული.
როგორც საბანკო სფეროს კიდევ ერთმა სპეციალისტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა განაცხადა, საფინანსო სექტორი დღესდღეობით საკმაოდ მდგრადია.
“საქართველოს საფინანსო სექტორი მტკიცეა და, რა თქმა უნდა, მას ამ მხრივ რაიმე საშიშიროება უშუალოდ არჩევნებისგან არ ელის. საფინანსო სექტორის ყველა მიმართულება სტაბილურად მუშაობს და შესაბამისად, ეროვნული ვალუტაც საკმაოდ კარგ პოზიციებზეა”, – ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.
ექსპერტმა არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი შესაძლო ორი ვარიანტი განიხილა და აღნიშნა, რომ თუკი საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია აირევა, ქვეყნის ფინანსური ბაზრისადმი ინვესტორების სკეპტიკური დამოკიდებულება გაღრმავდება, ხოლო თუ არჩევნები მშვიდად ჩაივლის, განსაკუთრებული დაპირისპირების გარეშე, უცხოელ ბიზნესმენთა ინტერესი გაიზრდება.
“საერთოდ, მომავლის პროგნოზირება ძნელია და 26 ოქტომბრის შემდეგ რა მოხდება, ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ ამ უახლოეს მოკლე ხანში რაიმე ისეთი სერიოზული რყევა არ შეინიშნება და მოსალოდნელიც არ არის. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე დაკვირვების რეჟიმია ჩართული, რაც გულისხმობს იმას, რომ ინვესტორები საქართველოში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან და იმაზეც ფიქრობენ, რა შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
ის, რაც აქამდე მოსახდენი იყო, უკვე მოხდა და არჩევნების შემდეგ, თუ საქმე უარესებისკენ წავა, მაშინ, შესაბამისად, უცხოელი ბიზნესმენები ალბათ, თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას ფინანსური ბაზრებისადმი დაადსტურებენ. ასეთ შემთხვევაში, დაიწყება ჯაპიტალის კიდევ ეფრო მეტად გადინება ქვეყნიდან, რასაც მოჰყვება ეროვნული ვალუტის მერყეობაც.
იმ შემთხვევაში თუ არჩევნების მშვიდად ჩაივლის და 26 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი პოზიტიურად წარიმართება, რა თქმა უნდა, ინვესტორები პოზიციებს დადებითისკენ შეიცვლიან და თავიანთ საქმიანობას გაააქტიურებენ. ეს ეკონომიკას ახალ ბიძგს მისცემს”, – განმარტავს თოქმაზიშვილი.
უცხოური ინვესტიციების კუთხით დაპაუზება ნამდვილად შეინიშნება და ეს ყოველი არჩევნების წინა პერიოდის თანმდევი პროცესია. ინვესტორები ახლა მომავლის დაგეგმვას სიფრთხილით ეკიდებიან და არჩევნების დასრულებას ელიან.
წინასაარჩევნო დღეებში მცირე ცვლილება შეინიშნება გაცვლითი კურსის მიმართულებითაც, თუმცა ეროვნული ვალუტის რაიმე მნიშვნელოვანი გაუფასურება არ დაფიქსირებულა. 26 ოქტომბრამდე ანალიტიკოსები და ბაზრის მკვლევარები მნიშვნელოვან რყევას არც ელიან და ფიქრობენ, რომ, პოლიტიკურად მშვიდი მოცემულობის შემთხვევაში, მკვეთრი სხვაობა არც არჩევნების შემდგომ იქნება.