საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში და „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი კირცხალიას განმარტებით, ცვლილებები მოაწესრიგებს სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა ხელი შეუწყოს სანებართვო პირობების დაზუსტებას: ეფექტურ მონიტორინგს, გამჭვირვალობასა და აღრიცხვიანობას.
„განისაზღვრება ინტერნეტ დომენების და ვებგვერდების ოდენობა და ოპერირების წესი. ნებართვის მფლობელებს დაემატებათ ვალდებულებები საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა-ორგანიზებასთან მიმართებით, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში. ასევე განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა და იცვლება გადასახადის განაკვეთები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და ტოტალიზატორის თამაშების ორგანიზატორი პირებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კვირცხალიამ.
კანონპროექტს, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
Next: ბრიტანული ისტებლიშმენტი ისეთივე შოკშია, ორი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა რომ ჩააგდო ჩვენი ლიბერალები, როდესაც უკრაინის ომის გამომწვევ “ტრიგერად” NATO-ს ფაქტორი დაასახელა – იგივე გააკეთა ულტრამემარჯვენე “რეფორმების პარტიის” თავმჯდომარე ნაიჯელ ფარაჯმა

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე