საფინანსო ბაზარზე ლომბარდების წილი მცირდება

ლომბარდების, იგივე სგს-ების პორტფელი მიკროსაფინანსოებისას უახლოვდება. სგს-ებს 1.65 მლრდ ლარზე მეტი სესხები აქვს გაცემული, მისოების პორტფელი კი 1.75 მლრდ ლარის ფარგლებშია.
სებ-ის სტატისტიკით, ბაზარზე 200-,მდე სყბიექტია 300 ზე მეტი ფილიალით წარმოდგენილი და მთლიანი აქტივების 650 მლნ ლარამდეა.
1.560 მლრდ ლარის 903 500 სესხი ფიზიკურ პირებზეა გაცემული, 70 მლნ ლარის პორტფელი (630 სესხი) მოდის იურიდიულ პირების დაკრედიტებაზე.
სგს, ისევე როგორც მისო, საკრედიტო რესურსს ძირითადად ბანკებიდან იზიდავს. წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, სექტორს 370 მლნ ლარი აქვს ნასესხები, 200 მლნ-ზე მეტი ბანკებიდან მოზიდული რესურსი 30 მლნ-ის ფარგლებში სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან , ₾70 მილიონი რეზიდენტი და 8 მლნ-ის ფარგლებში, არარეზიდენტი ფისიკური პირებიდან.
სგს სექტორი პერსონალის ხარჯის ნახევარზე მეტს მსესხებლიდან ჯარიმა-საურავებით ამოღებული თანხებით ისტუმერებს. Q1/2024 -ის კონსოლიდირებული ანგარიშით, ბაზარს ჯარიმა-საურავებიდან 10.4 მლნ ლარი აქვს მიღებული. პერსონალი კვარტალური ხარჯი კი 15 მლნ ლარის ფარგლებშია.
სებ-ის მაკროეკონომიკური მიმოხილვით (განახლებული) საფინანსო ბაზარზე სგს-ების წილი მცირდება, 0.7%-ის ფარგლებშია. შემცირებულია ბანკების და მისოების წილიც. საპენსიოსი გაზრდილია, აქტივების ღირებულება 5 მილიარდს აღემატება.
ვრცლად bp.ge-ზე

ასევე დაგაინტერესებთ