საფეხბურთო კლუბი ორბი ვახო ბედოშვილსა და ნიჟნი ნოვგოროდს FIFA-ში უჩივლებს

საფეხბურთო კლუბი ორბი ვახო ბედოშვილსა და ნიჟნი ნოვგოროდს FIFA-ში უჩივლებს ❌🤐
🔘 “ვახო ბედოშვილს ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებდა. 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება არაერთი ევროპული კლუბიდან მივიღეთ. ერთ-ერთ კლუბთან, ჩვენ და ფეხბურთელმა ერთობლივად შევათანხმეთ, როგორც სატრანსფერო, ასევე, შრომითი ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებები მზად იყო ხელმოსაწერად. მომდევნო დღეს გავიგეთ, რომ ფეხბურთელი ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე რუსეთში გაემგზავრა და მას შემდეგ, მასთან დაკავშირება შეუძლებელია”.
🔘 “რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ს.კ. ორბთან და რეგისტრირდება რუსულ საფეხბურთო კლუბში – ნიჟნი ნოვგოროდიში”.
🔘 “როგორც ფეხბურთელის, ასევე, ნიჟნი ნოვგოროდის ქმედებები FIFA-ს რეგულაციებს არღვევს, რითაც ჩვენი კლუბის კანონიერი ინტერესები ილახება”.
🔘 “შექმნილი მდგომარეობიდან გამიმდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ FIFA-ს შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ”, -ნათქვამია ორბის ოფიციალურ განცხადებაში 📍
➡️ რუსულმა კლუბმა 21 წლის ქართველი ვინგერის ტრანსფერი რამდენიმე საათის წინ დაადასტურა. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
✨ ბედოშვილისთვის, მიმდინარე საფეხბურთო სეზონი, დასამახსოვრებელია: ფეხბურთელი მე-3 ლიგიდან ეროვნულ ლიგის გარეჯში დაწინაურდა, გაიტანა შთამბეჭდავი გოლები და კარიერის მანძილზე პირველად ითამაშა ნაკრების მაისურით, როდესაც რამაზ სვანაძემ ივნისში, სლოვაკეთში, U21 ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა.