“საუკუნის ქორწილის” გამაოგნებელი დეტალები – ვინ არის ამერიკელი წყვილი, რომელმაც პარიზში 60 მილიონ დოლარად შეფასებული 5-დღიანი ქორწილი გადაიხადა, პარიზი გადაკეტა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა

სულ რამდენიმე კვირის წინ, მადლენ ბროკუეისა და ჯეიკობ ლაგრონის მდიდრული ქორწილის კადრები მთელს მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა და ის “საუკუნის ქორწილად” მიიჩნიეს – ვახშამი პარიზის ოპერის თეატრში, წვეულება ვერსალის სასახლეში და კერძო Maroon 5-ის კონცერტი სტუმრებისთვის. ახლა საქმროს 25-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ყველაფერი 18 ნოემბერს დაიწყო, როდესაც 29 წლის ლაგრონი და 27 წლის ბროკვეი. დაქორწინდნენ Chateau de Villette-ში, 185 ჰექტარი ფართობის მამულში პარიზთან ახლოს. საქორწინო გარემო ძალიან დახვეწილი იყო, ექსტერიერი თეთრი ყვავილებით გააფორმეს, კასკადური შადრევნები და შთამბეჭდავი ხედები სანახაობას უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. ქორწილი 5 -დღიან ზეიმად იქცა და მალე მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშიც მოექცა. არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ამ გრანდიოზული და ხმაურიანი ქორწილის შესახებ უნდა იცოდეთ: პირველი – მასზე უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს პომპეზურობის გამო და კიდევ იმიტომ, რომ ლაგრონს, ანუ სიძეს, შესაძლოა 25 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდეს პოლიციელისთვის სროლის გამო.
ერთი შეხედვით, ბროკუეი და ლაგრონი ჩვეულებრივი წყვილია ტექსასის შტატიდან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მინიმუმ ერთ-ერთი მათგანი აბსურდულად მდიდარია. Daily Mail-ის მიხედვით, ბროკუეის ოჯახი მერსედეს-ბენცის ბიზნესში რაღაც ფორმითაა ჩართული და ისინი ამ მარკის არაერთ ძვირადღირებულ მოდელს ფლობენ. ოფიციალურად, ბროკუეის ოჯახის წევრები თვითდასაქმებულ მეწარმეებად არიან გაფორმებული.


წყვილმა ოფიციალურად ურთიერთობა 2020 წელს დაიწყო და დაქორწინდნენ 18 ნოემბერს შატო დე ვილეტში, რომელიც არის ციხესიმაგრე პარიზიდან 40 მილის დაშორებით. აღსანიშნავია, რომ შატო დე ვილეტი დააპროექტეს იმავე არქიტექტორებმა, რომლებმაც შექმნეს ვერსალი. ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე ბროუვეიმ მეგობრები წაიყვანა ოთხდღიან წინასაქორწინო მოგზაურობაში ძვირადღირებულ საკურორტო სასტუმროში იუტაში, რომლის ღირებულებაც 3000 დოლარია. ყოველი ღამის წვეულებას განსხვავებული თემა ჰქონდა: Daily Mail-ის თანახმად, ბოლო საღამო ეძღვნებოდა მარია ანტუანეტის ჩაცმულობას.შემდეგ დაიწყო საქორწინო პერიოდიც, რომელიც 5 დღეს გაგრძელდა. ქორწილისთვის კი ბროკვეიმ და ლაგრონმა ოჯახი და მეგობრები პარიზში კერძო თვითმფრინავით წაიყვანეს.
ლანჩი Chanel Haute Couture Suite-ში, საძინებელი ვერსალის სასახლეში; წვეულება Arc de Triomphe-ის ქვეშ და სარეპეტიციო ვახშამი Palais Garnier ოპერაში. რა თქმა უნდა, სიძის, პატარძლისა და მათი მეგობრების ჩაცმულობასა და ვიზუალზე სპეციალურად დაქირავებული ვიზაჟისტები და სტილისტები ზრუნავდნენ. იგივე მოხდა დეკორაციების, ინტერიერისა თუ ექსტერიერის გაფორმების შემთხვევაშიც.
პატარძალმა არჩევანი მაღალ მოდაზე შეაჩერა და Dior-ის კაბა მოირგო. საქორწინო ფიცი წყვილმა მცურავ პლატფორმაზე, შატო დე ვილეტის შადრევნის შუაგულში დადო. ქორწილის დაგეგმვაში არაერთი სააგენტო იყო ჩართული. ერთ-ერთი მათგანის წარმომადგენლებმა, რომლებმაც თქვეს, რომ სამზადისი მხოლოდ ერთი ლოკაციისთვის სამ თვეს გაგრძელდა, ამ ყველაფერს “საუკუნის ქორწილი” უწოდეს. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მთლიანი საქორწინო სამზადისი, დაახლოებით, 59 მილიონი დოლარი დაჯდა.
სწორედ მაშინ, როცა წყვილის ქორწილის კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდებოდა, ლაგრონი 30 ნოემბერს სასამართლოში გამოჩნდა და ცნობილი გახდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში პოლიციელზე თავდასხმისთვის მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა. ეს საქმე მარტში მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა მარტის თვეში პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ვიღაც იარაღს უმიზნოდ ისროდა. ადგილზე მისულ პოლიციას კი ლაგრონმა ცეცხლი გაუხსნა. ის იმავე ღამეს დააკავეს და 20 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აგვისტოში ლაგრონს ბრალი წაუყენეს საჯარო მოხელეზე მძიმე თავდასხმის სამი მუხლით, რაც პირველი ხარისხის დანაშაულია. მისი პოტენციური სასჯელი მერყეობს ხუთი წლიდან სამუდამო პატიმრობამდე და გავრცელებული ინფორმაციით, მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს 25 წლით.