“გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი, ჩვენ გავიმარჯვებთ” – წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული ISSA-ს კვლევის საბოლოო შედეგის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში, გამოკითხულთა პასუხები ალოკაციით ასე გადანაწილდა:
· ქართული ოცნება – 37.4%
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 18.8%
· ახალი – 13.8%
· საქართველოსთვის -5.2%
· ლელო საქართველოსთვის -4.7%
· ლეიბორისტული პარტია – 2.7%
· ევროპული საქართველო – 2.3%
· კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო -2.2%
· მოქალაქეები – 2.2%
· ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა -2.1%
· ხალხისთვის – 1.8%
· გირჩი – მეტი თავისუფლება/დროა – 1.7%
· გირჩი – 1.7%
· სამართლიანობისთვის -0.7%
· ხალხის ძალა – 0.6%
· პატრიოტთა ალიანსი – 0.6%
· ერი (ერთობა რაობა იმედი) – 0.5%
· რესპუბლიკური პარტია – 0.4%
· კანონი და სამართალი -0.3%
· სხვა პარტია -0.3%