“საუკეთესო ტალანტია, ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია” – დე ბრუინი ფოდენზე

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა საკუთარი თანაგუნდელის, ფილ ფოდენის შესახებ ისაუბრა.
როგორც ბელგიელმა Telefoot-თან ინტერვიუში აღნიშნა, ფოდენი საუკეთესო ტალანტია, ვისთან ერთადაც კი ოდესმე უთამაშია.
“საუკეთესო ტალანტია, ვისთან ერთადაც კი ოდესმე მითამაშია. მას შეუძლია მომდევნო 15 წლის განმავლობაში ფეხბურთის ისტორია გადაწეროს”, – განაცხადა დე ბრუინმა.
შეგახსენებთ, ფოდენმა “მანჩესტერ სიტის” მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 45 მატჩი გამართა, თავი კი 22 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში