“საუკეთესო მწვრთნელი ვინც კი მყოლია?” – მესის მოულოდნელი პასუხი

მაიამის “ინტერის” შემტევმა ლიონელ მესიმ, ESPN-თან ინტერვიუში მისი კარიერის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.
“ლა პულგამ” არჩევანი არა პეპ გვარდიოლას, არამედ ფრენკ რაიკაარდის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც ლეოს კარიერის საწყის ეტაპზე “ბარსელონაში” წვრთნიდა.
“ყველა მწვრთნელისგან ბევრი ვისწავლე, თუმცა ჩემთვის საუკეთესო ფრენკ რაიკაარდი იყო. მას რომ ჩემთვის ნდობა არ გამოეცხადებინა და პირველ გუნდში არ დავეწინაურებინე, დღეს იქ არ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. ამას ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ფრენკი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია”, – განაცხადა მესიმ.
ცნობისთვის, რაიკაარდი “ბარსელონას” 2003/2008 წლებში წვრთნიდა და
“ბლაუგრანას” 2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა. ნიდერლანდელი ბოლოს საუდის არაბეთის ნაკრებს წვრთნიდა, საიდანაც 2013 წელს დაითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში