“საუკეთესოა, ვისთანაც მითამაშია” – მიქაუტაძემ კვარაცხელია შეაქო

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ პსჟ-ის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განაცხადა, რომ საუკეთესოა, ვისთანაც ერთად უთამაშია.
„ვინაა ყველაზე ძლიერი, ვისთანაც მითამაშია? საკმაოდ ბევრია, მაგრამ თუ ერთი უნდა დავასახელო, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. შესანიშნავი ფეხბურთელია! რამდენად სრულყოფილია? ყველაფრის გაკეთება შეუძლია: კარგი დრიბლინგი აქვს, გოლის გატანა შეუძლია, საჯარიმოების და პენალტების შესრულება, კუთხურების ჩაწოდება, სწრაფი და უნივერსალურია. ამიტომ ყოველმრივ საუცხოოა“, – ციტირებს მიქაუტაძეს le10sport-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში