“საუთჰემპტონის” მწვრთნელად იურიჩი დანიშნეს

“საუთჰემპტონის” მწვრთნელად 49 წლის ხორვატი ივან იურიჩი დანიშნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
“საუთჰემპტონმა” იურიჩს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ის ბოლოს “რომაში” მუშაობდა, საიდანაც დანიშვნიდან ორი თვის შემდეგ დაითხოვეს.
“საუთჰემპტონი” 16 ტურის შემდეგ 5 ქულით პრემიერლიგის აუტსაიდერია.