საუდის არაბეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობას, ორკილომეტრიან Rise Tower-ს ააშენებენ

საუდის არაბეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის, Rise Tower-ის აშენებას გეგმავენ. ცათამბჯენი, რომელიც ერ-რიადის ჩრდილოეთით, მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, მიწიდან ორი კილომეტრის სიმაღლეზე აიწევა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება დუბაიში არსებული რეკორდული კოშკის, Burj Khalifa–ს სიმაღლეს(828 მ).
Rise Tower 678 სართულისგან შედგება. მასში დაგეგმილია ფუფუნების სასტუმროების, რესტორნების, პანორამული გადასახედების და თანამედროვე ბიზნეს ცენტრების განთავსება. შენობა იქნება ავტონომიური ცენტრი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ერთ ადგილას ცხოვრება, მუშაობა და დასვენება.
ვარაუდობენ, რომ მშენებლობის ძირითადი ეტაპები 2030 წლისთვის დასრულდება. კოშკი პროექტ „ჩრდილოეთ პოლუსის“ ნაწილი იქნება და, მისი შემქმნელების თქმით, გააერთიანებს „ფუფუნებას, ეკოლოგიურობას და უახლეს ტექნოლოგიებს“.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე