საუდის არაბეთში დაიწყო აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დაიწყო -ის და ს სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა.
მასში მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.
შეხვედრის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ეს არის არა მოლაპარაკება, არამედ პირველი ნაბიჯი, რომლის შედეგად აშშ შეაფასებს რამდენად სერიოზულადაა განწყობილი რუსეთი ში ომის დასასრულებლად.
საუდის არაბეთში გამგზავრების წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები მსჯელობენ, როგორ მიუდგნენ „უკრაინის კრიზისს” და კომპრომისებზე საუბრისას უკვე ახსენებენ ტერიტორიების დათმობის თემას. ლავროვის თქმით, „აშშ უკრაინის კრიზისში დასაწყისიდანვე ასრულებს მთავარ როლს” და მასვე შეუძლია ხელი შეუწყოს მოგვარებას.
17 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა მ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ აღიარებს არანაირ შეთანხმებას, რომელიც მიღწეული იქნება ს მონაწილეობის გარეშე. უკრაინა მოითხოვს მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობასაც.
უკრაინა საომარი მოქმედებების შეწყვეტის პირობად ასახელებს უსაფრთხოების ძლიერ და საიმედო გარანტიებს. იგივეს მოითხოვს ევროპის არაერთი სახელმწიფოც.
17 თებერვალს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, დანიისა და ნიდერლანდის ლიდერებმა ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებთან ერთად პარიზში იმსჯელეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე.
პარიზში საგანგებო სამიტის მოწვევას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ ს გადაწყვეტილება, რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად.
19 თებერვალს საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან 17 თებერვალს მედიას განუცხადა, რომ ამ ვიზიტს არანაირი კავშირი არ აქვს აშშ-რუსეთის შეხვედრასთან.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.