სირიის ქალაქ ალეპოში ორი აეროპორტის განვითარებისთვის ორ მილიარდ დოლარს გამოყოფს

საუდის არაბეთმა სირიაში საინვესტიციო ფონდი გახსნა, რომელიც ორ მილიარდ დოლარს გამოყოფს სირიის ქალაქ ალეპოში ორი აეროპორტის განვითარებისთვის.
ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა.
ალ-ფალიჰმა აღნიშნა, რომ ფონდი მიზნად ისახავს სირიაში მასშტაბური პროექტების დაფინანსებას კერძო სექტორის ინვესტორების მონაწილეობით.
გარდა ამისა, „როიტერის“ ცნობით, საუდის არაბეთის ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, Flynas-მა და სირიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ახალი ავიაკომპანიის, Flynas Syria-ს შექმნის შესახებ. კომპანიის ცნობით, სირიულ მხარეს 51% ექნება, ხოლო 49% Flynas-ის საკუთრება იქნება. ფრენების დაწყება 2026 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება.
1tv.ge