საუდის არაბეთი ნავთობის წარმოებას აღარ გააფართოებს – Reuters

საუდის არაბეთმა გადაწყვიტა შეაჩეროს ნავთობის სიმძლავრის გაფართოების გეგმები. ამის შესახებ სამეფოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. მან ასევე დაამატა, რომ სამეფოს აქვს ბევრი თავისუფალი შესაძლებლობები ნავთობის ბაზრის შერბილებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
30 იანვარს ს მთავრობამ სახელმწიფო ნავთობკომპანია Aramco-ს დაავალა, რომ შეაჩეროს ნავთობის მოპოვების გაფართოების გეგმა და ნავთობის მაქსიმალური წარმოების სიმძლავრე იყოს დღეში 12 მლნ ბარელზე ნაკლები. 2020 წელს გამოცხადებული იყო, რომ 2027 წელს ნავთობის წარმოება დღეში 1მლნ ბარელზე ნაკლები უნდა ყოფილიყო.
ენერგეტიკის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ Aramco-ს აქვს სხვა ინვესტიციები, კერძოდ, ნავთობი, გაზი, ნავთობ-ქიმიკატები და განახლებადი ენერგიის წყაროები.
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ქვეყანა მიზნად ისახავს 2060 წლისთვის მიაღწიოს წმინდა ნულოვან ემისიას. ხოლო Aramco ამბობს, რომ სურს მიაღწიოს წმინდა ნულოვანი ემისიას 2050 წლისთვის.