საუდის არაბეთი მარტში ნავთობის გარკვეული ტიპების ფასებს დააკორექტირებს

2024 წლის მარტში აზიის ქვეყნებისთვის და შეერთებული შტატებისთვის ნავთობის გარკვეული ტიპების ფასებს დააკორექტირებს.
აზიაში მიწოდებული ძირითადი ტიპის – Arab Light-ის ღირებულება უცვლელი დარჩება, Arab Extra Light-ის ფასი ბარელზე $0,05-ით შემცირდება, Arab Medium -ის ფასი კი ბარელზე $0,2 ნაკლები იქნება, იტყობინება სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco.
Arab Light აზიელი მყიდველებისთვის კვლავ 1,5%-ით მეტი ეღირება ომანისა და დუბაის ნავთობის კალათაზე – ეს არის მინიმალური ფასი 2021 წლის ნოემბრის შემდეგ.
Saudi Aramco შეამცირებს Arab Extra Light და Arab Light კლასების ფასებს შეერთებული შტატებისთვის, შესაბამისად, $0.2 და $0.3-ით ბარელზე, და უცვლელად შეინარჩუნებს ჩრდილო-დასავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის მიწოდებულ ნავთობის ღირებულებას.