საუდის არაბეთი: ისრაელთან ურთიერთობა არ აღდგება, სანამ პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს არ დაამყარებს მანამ, სანამ ს სამხედრო ოპერაციები ღაზას სექტორში არ დასრულდება და არ შეიქმნება პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო 1967 წელს არსებული საზღვრების ფარგლებში.
ერთი დღით ადრე, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპიკერმა, მ ისაუბრა, რომ ისრაელი და საუდის არაბეთი მზად არიან გააგრძელონ დისკუსია ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, აღნიშნული განცხადების მიზანია კირბის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში პალესტინის საკითხის მნიშვნელობას.
ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის ნორმალიზების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2020 წელს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს.