საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა, -ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შეთავაზებით მიმართა.
ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA-ის ინფორმაციით, შეთავაზება $600 მილიარდის ინვესტირებას გულისხმობს.
SPA-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუჰამედ ბინ სალმანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი ოთხშაბათს შედგა. სატელეფონო საუბრისას, საუდის არაბეთის პრინცმა ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და ინვესტიციების გაფართოებისადმი მზადყოფნა გამოთქვა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის რეფორმებით, „უპრეცედენტო ეკონომიკური კეთილდღეობის“ მიღწევის შესაძლებლობასაც გაუსვა ხაზი.
Vision 2030 პრინც სალმანის ხედვაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მაქსიმალურად დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად. Vision 2030-ის ფარგლებში, საუდის არაბეთის მთავრობა მილიარდობით დოლარის ინვესტირებას გეგმავს ყველა მიმართულებით – ხელოვნური ინტელექტით დაწყებული, ელექტრომობილებისა და ტურისტული კურორტების განვითარებით დასრულებული. საჯარო საინვესტიციო ფონდის განცხადებით, 2026 წლიდან, ყოველწლიურად ადგილობრივი ხარჯები $70 მილიარდამდე გაიზრდება.