-ში $600 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა, ეს რიცხვი ტრილიონამდეც გაიზარდოს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ს პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს თეთრ სახლში უმასპინძლა.
ტრამპის თქმით, მადლობას უხდის საუდის არაბეთის პრინცს -ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებაზე თანხმობისთვის. დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ინვესტიციის მოცულობა გაიზარდოს.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენ შეერთებულ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას დათანხმდით. და რადგან საუდის არაბეთის პრინცი ჩემი მეგობარია, შესაძლოა, ის ტრილიონად აქციოს. მე ამაზე ვიმუშავებ. ეს 600 მილიარდი დოლარია, თუმცა შეიძლება, რიცხვი ცოტათი გაიზარდოს. ვნახოთ, მაგრამ ამას ძალიან ვაფასებ. საუდის არაბეთი 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ეს ნიშნავს ინვესტიციებს ქარხნებში, კომპანიებში და სამუშაო ადგილებში, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის პრინცთან, დიდი ხანია, მეგობრობს, რადგან მათ ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთი პოზიცია აქვთ.
ს განცხადების შემდეგ მოჰამედ ბინ-სალმანმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, საუდის არაბეთმა დღეს ან ხვალ ეს თანხა ტრილიონამდე მართლაც გაზარდოს.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ბევრ კარგ რამეს აკეთებთ, კარგ საფუძველს ქმნით ეკონომიკური ზრდისთვის, შეერთებულ შტატებში ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე, მუშაობთ მსოფლიო მშვიდობისთვის. მჯერა, დღეს ან ხვალ ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ ვაპირებთ 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის თითქმის ერთ ტრილიონამდე გაზრდას“, – განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.
მოჰამედ ბინ-სალმანს დონალდ ტრამპმა მიმართა კითხვით: „შენ ახლა ამბობ, რომ 600 მილიარდი დოლარი ერთი ტრილიონი გახდება?“ – რაზეც მოჰამედ ბინ-სალმანმა უპასუხა, რომ ეს ასე მოხდება.
1tv.ge